|
2025-05-13 21:29:16, 1330 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მივესალმები პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება. ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა აშშ-ის კონგრესის მიერ. „მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია, რომ უგულებელყოფილი იქნას, ვინაიდან ეს მიღებული იყო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რამაც, გარკვეულწილად, საფუძველი უნდა დაუდოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ პოზიციებს და ვერ დავტოვებთ ამას უყურადღებოდ. შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება, გაცხადება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. საქართველოს პარლამენტი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)