|
2025-05-13 14:33:54, 660 ნახვა
პოლიტიკა
საბა ბუაძე - კობახიძის წერილი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს
ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი - იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს. მისივე შეფასებით, კობახიძის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილი „არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს”. „ეს წერილი არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობების ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, „ქართლი ოცნების” მიღწევები, რაც არის. ეს არის ლევან დავითაშვილის ჩაფლავებული ვიზიტი და კიმბერლი ლოუს მიერ ელარჯის დეგუსტაცია. ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთი მარცხისათვის შეაგუოს - „ქართული ოცნება” „MEGOBARI აქტით” განწირულია და ამავდროულად, შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ. შესაბამისად, ეს სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტია და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის, რომელსაც ფაქტობრივად, არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და იმ დედაქალაქებში არ ელაპარაკება, რომელიც ტრადიციულად საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ”, - განაცხადა ბუაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)