|
2025-05-13 11:57:29, 823 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, შეხვედრები ექნებათ სენატშიც იმისთვის, რომ დროულად მოხდეს „MEGOBARI აქტის” მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. „დავიწყეთ შეხვედრები აშშ-ის კონგრესში, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადავუხადოთ „მეგობარი აქტისთვის”, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც სენატს გადაეცა. ბუნებრივია, სენატშიც გვექნება შეხვედრები იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ჩვენთან დელეგაციაში არის ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა შეხვედრაზე, რომ მამამისი იდევნება პუტინთან წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც აუცილებლად მოიგებს ამერიკა, უკრაინა, საქართველო და ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ გამარჯვებულის მხარეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)