|
2025-05-12 21:09:51, 1671 ნახვა
საზოგადოება
TV პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს
“ტვ პირველის” კორესპონდენტმა მარიამ მაკასარაშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიამ მაკასარაშვილის გამოკვლევების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა. ჟურნალისტს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება. ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა. ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)