|
2025-05-12 19:07:44, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ქარტია: TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" ვაკისრებთ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ქარტია თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ინციდენტს ასევე გამოეხმაურა მედიაობმუდსმენიც, რომელმაც შეტყობინებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მედიაომბუდსმენი მოითხოვს, "დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სათანადოდ დაისჯონ ქალ ჟურნალისტზე თავდასხმაში მონაწილე პირები". TV პირველის ჟურნალისტის მარიამ მაკასარაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს თავს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაესხა თავს. "ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა". - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში. ქარტიის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლა ფიზიკური შეურაცხყოფისა და აპარატურის განზრახ დაზიანებით ხდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო. "თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს". - აღნიშნავს ქარტია. მედიაომბუდსმენის ცნობით, მაკასარაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, არაერთხელ გახდა სამიზნე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)