|
2025-05-12 15:34:36, 1020 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი - გიორგი შინჯიკაშვილის მამამ თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა აპარატურა, ხელიც კი გამარტყა
ტვ პირველის ჟურნალისტის, მარიამ მაკასარაშვილის თქმით, ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარი და მედიის კუთვნილი ტექნიკა წაართვა. მაკასარაშვილის ცნობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ იმყოფებიან. "გიორგი შინჯიკაშვილის მამამ თავდაპირველად ჩემს ოპერატორს წაართვა აპარატურა, კამერა, რომლითაც ვწერდით ინტერვიუს, ამის შემდეგ მეც გამომართვა ტელეფონი, ხელიც კი გამარტყა. [...] ჩამორთმეული გვაქვს საკუთარი მობილური ტელეფონი და ასევე, კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკა. ამ დრომდე არცერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელი არ გამოჩენილა, საინტერესოა, როდის ექნება უწყებას რეაგირება. ტექნიკა ახლა არის გიორგი შინჯიკაშვილის სახლში, რომელიც მისმა მამამ გაიტაცა. ის ჩვენ გვესაუბრებოდა და უცებ გახდა აგრესიული. [...] სახეზე დაზიანებები აღგვენიშნება მეც და ჩემს ოპერატორსაც, კამერაც იყო დაზიანებული, მოტეხილი ჰქონდა ნაწილები და ასე შეიტანა სახლში. [...]" - თქვა ჟურნალისტმა, მარიამ მაკასარაშვილმა. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ პოსტს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. შინჯიკაშილი წერს, რომ რჩება "ქვეყნის და ერის სამსახურში".
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)