|
2025-05-10 15:26:58, 1820 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს
„მსურველთა კოალიციის“ წევრებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი შედგა. „უკრაინა და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“, - წერს ანდრეი სიბიგა. მისი თქმით, „თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ამან შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადოს“. შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)