19:47 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 10:00:02, 833 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელსაც „ბუნიან ალ-მარსუს“ ეწოდა. ოპერაციის სახელი ყურანიდან აღებული ციტატაა, რომელიც ნიშნავს „მყარ კედელს“ და სიმბოლურად ეროვნულ ერთიანობას გამოხატავს.

პაკისტანის სამხედრო წყაროების ცნობით, სულ მცირე, სამი „ფატაჰ 2“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს ინდოეთის სამხედრო ობიექტების მიმართულებით.

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტს, მათ შორის ბეასში მდებარე „ბრაჰმოს“ რაკეტების საწყობს, ასევე აეროდრომებს უდჰამპურში, ადამპურში და პათანკოტში.

კონფლიქტი დაიწყო 22 აპრილს, როდესაც ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, პაჰალგამის მახლობლად ტერორისტების თავდასხმას 28 სამოქალაქო პირი, ძირითადად ტურისტები, ემსხვერპლნენ. ინდოეთმა პაკისტანი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც პაკისტანი უარყოფს.

საპასუხოდ, 7 მაისს ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებშიც ცხრა ადგილზე განახორციელეს დარტყმა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირსა და პენჯაბის პროვინციაში.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მოუწოდეს ინდოეთსა და პაკისტანს „მაქსიმალური თავშეკავებისკენ, დაუყოვნებელი დეესკალაციისკენ და პირდაპირი დიალოგისკენ მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად“.

კონფლიქტის გამო პაკისტანის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა ყველა ტიპის ფრენისთვის, ხოლო ინდოეთის ჩრდილოეთსა და დასავლეთში, სულ მცირე, 25 აეროპორტი დაიხურა.

ცნობისთვის, ორივე ქვეყანა ფლობს ბირთვულ იარაღს, რაც საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობის გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics