|
2016-03-16 13:20:43, 769 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა” საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის წოდება მიიღო
„გალტ & თაგარტმა” საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის, საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანიისა და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩეველის წოდება მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, Global Banking & Finance Review -მ გალტ & თაგარტი დაასახელა, როგორც 2016 წლის „საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში საქართველოში“, ასევე „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია საქართველოში“ და „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“. „გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ. Global Banking & Finance Review არის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც მსოფლიო ფინანსურ თანამეგობრობას აწვდის დაბალანსებულ, ინფორმაციულ და დამოუკიდებელ მონაცემებს. ჟურნალს მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ყავს მკითხველი, კითხულობენ როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, მსხვილი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები.
(R)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)