|
2016-03-16 13:15:41, 1401 ნახვა
მსოფლიო
ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ეკვადორში ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეკვადორის პრეზიდენტის რაფაელ კორეას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით იტყობინება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 22 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. პასტასის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავში 19 სამხედრო, ორი პილოტი და ერთი მექანიკოსი იმყოფებოდნენ. სამხედრო თვითმფრინავი ფრენას წვრთნის ფარგლებში ახორციელებდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. "იქ გადარჩენილები არ არიან. ჩვენ 22 მებრძოლი დავკარგეთ", - წერს რაფაელ კორეა Twitter-ის საკუთარ ვებ გვერდზე. ეკვადორის პრეზიდენტმა დაღუპულ სამხედროების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)