|
2025-05-08 14:39:26, 1073 ნახვა
სამართალი
ირაკლი დგებუაძე - მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ
მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელის პიროვნებისა და მისი პროფესიის მიმართ მას უარყოფითი განცდები არ ჰქონია. „ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული. ამ ქალაქში მოღვაწე ყველა ჟურნალისტთან აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ. მზია ამაღლობელის როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა“,- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)