|
2025-05-07 15:58:04, 778 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ
ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით - აშშ-ს პრეზიდენტს ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ Deep State-ი დამარცხდება - თუ Deep State-ი დამარცხდა, ეს საქართველოსთან მიმართებაშიც აისახება და ურთიერთობები აბსოლუტურად გადალაგდება! - ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტ “MEGOBARI აქტის“ მიღების თაობაზე დასმულ შეკითხვას. კალაძემ ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ როდესაც საუბარია ქვეყანასა და ქვეყნის ინტერესებზე, “ქართული ოცნება“ დადგება იქ, სადაც სამშობლოსა და ქვეყნის მომავალს სჭირდება. “სანქციებითა და მუქარებით ქვეყნის ინტერესს არ დავთმობთ. ჩვენ პროცესებს ვაკვირდებით. როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, პირველ პრიორიტეტად Deep State-ის დამარცხება დაასახელა. დღეს Deep State-ი დამარცხებული არ არის. ასევე, ტრამპის პრიორიტეტი ომის დასრულება იყო. არც ომი არის დასრულებული. ჩვენ ვაკვირდებით, პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ ომიც მალე დასრულდება და Deep State-ც დამარცხდება. თუ Deep State-ი დამარცხდა, ეს საქართველოსთან მიმართებაში აისახება და ურთიერთობები აბსოლუტურად გადალაგდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)