20:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 11:03:33, 789 ნახვა

მსოფლიო
კიტ კელოგი - უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის

უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.

„ისინი მზად არიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დემილიტარიზებული ზონა შექმნან. მათ თქვეს: ჩვენ 15 კმ-ით უკან დავიხევთ და თქვენ, რუსებიც, ასევე 15 კმ-ით უკან დაიხევთ. ასე რომ, შეიქმნება 30 კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება“, - განაცხადა კელოგმა.

მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ექნება და მხარეები მსგავს შემთხვევაში ამჟამად დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებენ.

„ამიტომ, უკრაინელებს უნდა ვუთხრათ: „ეს ერთ-ერთი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს“. თუ თქვენ ამჟამინდელ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებით, მაშინ ტერიტორია, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძვით, ამ მომენტში თქვენია. თუ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფას შევძლებთ, მაშინ მისი გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics