05:59 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 17:14:36, 788 ნახვა

მსოფლიო
უცნობმა პირებმა მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 3 სამართალდამცავი

დაღესტანში, მაჰაჩყალაში უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც პოლიციელების მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოყვა.

РИА Дагестан-ის ცნობით, რუსეთის შსს-მ განაცხადა, რომ სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა და თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან სამართალდამცავების მანქანის მეშვეობით მიიმალნენ, მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, გამოცემა იუწყება, რომ სროლის შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელიც დაიღუპა.

დაღესტნის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ "წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა მანქანის შეჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი [პოლიციის ბრძანებას] არ დაემორჩილა და მათ ცეცხლი გაუხსნა. არიან დაშავებულები. ამჟამად სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ." 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics