|
2025-05-05 14:14:41, 590 ნახვა
პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე
ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დაგეგმილ „MEGOBARI აქტის” განხილვას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე. „კიდევ უფრო ახლოვდება შავი ღრუბელი „ქართული ოცნების“ ცაზე. საბოლოოდ ჩამოიშალა და დღეს უკვე დოკუმენტურად ის ლეგენდა გაფორმდება, რომ ტრამპთან „ქართული ოცნება“ დალაგდება და საერთო ფასეულობები აქვთ. ირანის, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, რუსეთის და ჩინეთის მეგობრებს საერთო თავისუფალი სამყაროს ლიდერთან და მის იდეოლოგიასთან არ აქვთ. შესაბამისად, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესში, სხდომაზე განხილვებში და შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტს ტრამპის ხელმოწერაც დაამშვენებს. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მძიმედ განიცდის „ქართული ოცნება“ საერთაშორისო წნეხს და „MEGOBARI აქტის” ძალაში შესვლა, ამ წნეხის გაათმაგებაა“, - განაცხადა დათუნაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)