|
2025-05-05 14:06:22, 652 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი აქციას მართავს. „გაათავისუფლეთ შვილები, გაათავისუფლეთ საქართველო“, „ქალებს ვერ დააწიოკებთ“, „სადაც არაა სამართალი, იქ არც თავისუფლებაა“, - ამ წარწერებით აქვთ მათ ბანერები გაშლილი. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი აცხადებს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. „ეს შენობა ბოროტების მთავარ საყრდენად, რეჟიმის მთავარ ფუნდამენტურ საფუძვლად იქცა, რადგან სწორედ აქ მიიღება ყველაზე უსამართლო და არადემოკრატიული გადაწყვეტილებები. ჩვენი დღევანდელი ერთობით, ინტერპარტიული ქალების ერთობით გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, რომელიც უსამართლოდ იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში, ყველა იმ დედის მიმართ, ვინც სასამართლო პროცესებს ესწრება. ჩვენი სოლიდარობით გვსურს კონკრეტულ მოსამართლეებს ვუთხრათ ერთი რამ, „სამართალი ურმით, მაგრამ აუცილებლად მოვა“, - განაცხადა კვიტაიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები. მათ სხვადასხვა წარწერებით აქვთ ბანერები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)