|
2025-05-05 13:33:15, 615 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა
„MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა და ასევე, ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული აქტის მიღება და დაკანონება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს დასავლური ინტეგრაციისთვის ბრძოლაში და მეორე მხრივ არის ძალიან მკაცრი და ხისტი პოზიცია ივანიშვილის ბანდასთან მიმართებაში, რომელიც დემოკრატიას, ქართველი ხალხის დასავლურ ინტეგრაციას უთხრის ძირს, კლავს დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას ქვეყანაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ აქტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)