|
2025-05-05 11:24:00, 966 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე მათრახი, სანქციები არ ჭრის
[ევროკავშირში] მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის, ჭრის მეგობრული დამოკიდებულება - ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, უნდა გადავხედოთ სანქციებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“ თავის დაცვა უწევს და ამის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები გასაკვირი არ უნდა იყოს. „ჩვენ ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოში არის პროცესები ისე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, შეერთებული შტატების პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისგან“ და „გლობალური ომის პარტიისგან“. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა. არსებობს „დიფ სთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრე და ახლაც. გასაკვირი რა უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც დგას ეროვნულ ღირებულებებზე, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციების მუქარები?! ამავე დროს, შევახსენოთ საზოგადოებას, სულ რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ სანქციებს უნდა გადავხედოთ, იგივე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ, მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ - მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)