21:47 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-04 16:07:01, 981 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთში ანტიტერორისტულმა პოლიციამ ირანის 7 მოქალაქე დააკავა

გაერთიანებული სამეფოს ანტიტერორისტულმა პოლიციამ ორი სხვადასხვა გამოძიების ფარგლებში რვა მამაკაცი დააკავა, რომელთაგან შვიდი ირანის მოქალაქეა.

3 მაისს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით 29-დან 40 წლამდე ასაკის ხუთი პირი დააკავეს.

პოლიციის მტკიცებით, ისინი კონკრეტულ ობიექტზე სავარაუდო თავდასხმას გეგმავდნენ. ხუთი დაკავებულიდან ოთხი ირანის მოქალაქეა. 

ისინი დასავლეთ ლონდონში, სვინდონში, სტოკპორტსა და მანჩესტერში დააკავეს.

"ვიკვლევთ სხვადასხვა მიმართულებებს, რათა დავადგინოთ მოტივაცია და  გავარკვიოთ, არსებობს თუ არა საზოგადოებისთვის რაიმე შემდგომი რისკი". - განაცხადა ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელმა, დომინიკ მერფიმ.

კიდევ ერთი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში, რომელიც პირველ საქმეს არ უკავშირდება, ლონდონში 39-დან 55-წლამდე ასაკის კიდევ სამი ირანის მოქალაქე დააკავეს.

მათი დაკავება "ეროვნული უსაფრთხოების აქტის" ფარგლებში მოხდა და მათ უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ სახიფათო საქმიანობას ედავებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics