23:03 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-03 17:08:14, 971 ნახვა

საზოგადოება
ლევან მურუსიძე - სანქციები უსაფუძვლოა, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო, ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე? ეს ხომ პოლიტიკა არის რეალურად, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასანქცირების რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი.

„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა. ხომ არ შეიძლება თქვან, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვასანქცირებთო. შეიძლება თქვან, რომ ლევან მურუსიძეს, კონკრეტულად ამ საქმეში ჰქონდა რაღაც დაინტერესება და მატერიალური შედეგი უნდოდა მიეღოო, გავცემდი პასუხს. აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს. სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება“, – განაცხადა მურუსიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics