|
2025-05-03 15:02:38, 797 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის საელჩო - დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. პოსტში აღნიშნულია, რომ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო მადლობას უხდის მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის. მათივე განმარტებით, იქ, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა. „პრესის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და ყველა დემოკრატიის ქვაკუთხედს. დემოკრატია წარმოუდგენელია თავისუფალი მედიის გარეშე. მედია აწვდის საზოგადოებას ახალ ამბებს, ყურადღებას ამახვილებს პრობლემებზე და ხელს უწყობს აზრის ჩამოყალიბებას. ამის გაკეთება მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია-გარემო არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი. ყველგან, სადაც არ არის პრესის თავისუფლება, ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს მათი საქმიანობისთვის“,- - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)