|
2025-05-03 09:37:05, 1202 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მათი წარმოება მაქსიმალურად უნდა ააჩქაროს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ოლექსანდრ სირსკის შტაბის შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა. "ამოცანა არის, რომ უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად აჩქარდეს. ჩვენი შორსმსროლელობა არის უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტიანი გარანტია". - თქვა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინის მფლობელობაში მყოფ F-16-ის ტიპის ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზეც ილაპარაკეს. კრებაზე განიხილეს F-16-ები, რომლებიც უკრაინას უკვე აქვს და რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა. ამასთან, ზელენსკის თქმით, სირსკის ანგარიშები, მათ შორის, დონეცკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს შეეხო. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა სამხედრო ქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აგრძელებს. "დღეს მთავარსარდალმა რამდენიმე ანგარიში წარადგინა. განსაკუთრებული ყურადღება - დონეცკის ოლქში მიმდინარე ვითარებაზე, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით, სხვა რამდენიმე მიმართულებით. განვაგრძობთ როგორც კურსკის, ისევე ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე მოქმედებას". - თქვა ზელენსკიმ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)