|
2016-03-15 19:14:12, 1003 ნახვა
სხვადასხვა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოსა და სომხეთში იოჰანეს დაუმას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გატარებული რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და თანამედროვე სისტემის შექმნას ემსახურება. მინისტრის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სათანადოდ აღჭურვილი დაბალი და მაღალი რისკის დაწესებულებები გაიხსნა. გარდა ამისა, შეხვედრაზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ საქართველოს პრობაციის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებულია. ამ კუთხით საქართველო საკუთარ გამოცდილებას მეზობელ სახელმწიფოებსაც უზიარებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემაზე, რომელიც საქართველოში ახლახან დაინერგა და საწყის ეტაპზე არასრულწოვანთათვის სასჯელის ახალი სახის - შინაპატირმობის განსაზღვრას გულისხმობს. სამომავლოდ დაგეგმილი შინაპატიმრობის დანარჩენ მსჯავრდებულებზეც გავრცელება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს მსჯავრდებულთა რაოდენობას. „დღევანდელ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში. პრობაციისა და პენიტენციური დაწესებულებების კუთხით ნიდერლანდებს სამაგალითო სისტემა აქვს. მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. განვიხილეთ ელექტრონული მონიტორინგის საკითხი და ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო ნოვაციები, რომელიც ერთის მხრივ მოგვცემს საშუალებას შევამციროთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და მეორეს მხრივ ახალი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვაში დაგვეხმარება. ნიდერლანებს ამ კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება აქვს“ - განაცხადა კახა კახიშვილმა და პენიტენციურ ჯანდაცვაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ელჩს იმ სამედიცინო სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ც ჰეპატიტის და ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამები. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობა ისეთი თანამედროვე პრეპარატით ხორციელდება, როგორიც სოფოსბუვირია. კახა კახიშვილის განცხადებით ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია. ნიდერლანდების სამეფოს ელჩის განცხადებით, ქართული სასჯელაღსრულების სისტემა ევროპულ სტანდარტებს საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება. იოჰან დაუმამ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ნიდერლანდების შესაბამის უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ნიდერლანდების შესაბამის უწყებას შორის თანამშრომლობის გამოცდილება უკვე არსებობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის დასაწყისში სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა, სპორტული ინვენტარი და ბადრაგირების ავტომობილები გადმოეცა. ახლო მომავალში კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის, დეტექტორების და სხვა აღჭურვილობების გადმოცემა იგეგმება.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)