|
2025-04-30 14:25:54, 632 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ფაქტი, რომ დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა არ ტარდება, ძალიან დიდი ტკივილია ქვეყნისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
არ ვიცი, რამდენადაა მისალოცი, როცა ვუყურებთ, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები - ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მძიმეა ის ფაქტი, როცა დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა აღარ ტარდება. „მინდა მივულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე. არ ვიცი რამდენადაა მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები: ერთი მხრივ, ის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორეს მხრივ, და ეს შეიძლება უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის, ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს არ ტარდება არცერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ბოლო წლებში ვითარდებოდა და სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)