|
2025-04-30 12:22:07, 753 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბდალაძე - გრიგოლ ვაშაძეს ვაჟკაცობა არ ეყო, გაგვწირა
გრიგოლ ვაშაძემ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, ეს მართლა ჯაშუშიაო, ჩვეულებრივად გაგვწირა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა. კომისიის სხდომაზე აბდალაძემ გაიხსენა მასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი პრესკონფერენცია, როცა ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. „აღიარებით ჩვენებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თითქოს მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაღაც გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია ავიღე. გრიგოლ ვაშაძის სინდისსა და ნამუსზე იყოს. სად აქვს სინდისი, ნამუსი ან კაცობა, აღიაროს, რომ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, უდანაშაულო ადამიანები გვაწამეს იმის გამო, რომ ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, ამ ბიჭს არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემდეგ მითხრა, გრიგოლ ვაშაძეს ვანომ დაურეკა და დაახურა თავზეო, რადგან გრიგოლ ვაშაძის პირველი განაცხადი იყო იმის თაობაზე, რომ ამ ბიჭს წვდომა არ ჰქონდა არცერთ დოკუმენტზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება. შემდეგ გააკეთა მეორე განცხადება, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, რომ რაღაც დოკუმენტები არის, ეს მართლა ჯაშუშია და ამასთან დაკავშირებით უამრავი მტკიცებულება არსებობსო. გაგვწირა ჩვეულებრივად, უდანაშაულო ხალხი გაგვწირა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)