|
2025-04-28 19:29:12, 897 ნახვა
სამართალი
პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ - მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს
"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ რომ, რავიცი, ბუნებით კრიმინალი არა ვარ და ყველაფერი, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. უნდა დაგეგმო, თუ ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! ვერ ვხვდები ამას. უნდა დაგეგმო ახალი დანაშაული, ან უნდა ჩაიდინო, ან უნდა დაგეგმო... ერთადერთი, ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არა, რომ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - თქვა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმართვისას შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. მის დღევანდელ სხდომაზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია გამოიკითხა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)