|
2025-04-28 16:13:41, 679 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციას აქვს კონკრეტული ამოცანა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა და შესრულებული სამუშაო, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რას – ოპოზიციად წოდებული გაერთიანება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული ამოცანა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება. „არსებობს მეორე ამოცანა, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაჩვენებელიც საქართველოს მოწინავე პოზიციაზე ყოფნას აჩვენებს, რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა და რეიტინგებში აღიარებულია. შედეგით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმ ზღაპრებით, რითიც ოპონენტები საზოგადოების გამოკვებას ცდილობენ. არათუ 60 მანდატი, არამედ უფრო ნაკლები მანდატიც უფრო ეფექტურად შეგიძლია გამოიყენო, თუ ორიენტირებული ხარ მუშაობაზე და საკუთარი პოზიციის გატანაზე. თუნდაც პოლიტიკით, საშინაო და საგარეო პოლუტიკაზე ალტერნატიული მოსაზრებების დამუშავებით და ხალხისთვის შეთავაზებით, მაგრამ 2021 წელს შარლ მიშელის შეთანხმებასაც კი არ მოაწერეს ხელი, როცა პარლამენტში სამართავად ხუთი კომიტეტი უნდა გადაებარებინათ. ამჯერადაც გეგმა იყო რევოლუცია, რომელსაც წინაპირობად უნდა ჩამოეყალიბებინა სისხლისღვრის ფართომასშტაბიანი ვითარება. ეს მათი გეგმა იყო, რასაც, რა თქმა უნდა, პარლამენტში შემოსვლა და მუშაობა ვერ პასუხობს. მით უმეტეს, იმაზე დათანხმება, რომ კომიტეტების გარკვეული რაოდენობა აეღოთ და უარი ეთქვათ რევოლუციაზე. ეს გეგმები სხვა არის იმისგან, რაც საზოგადოებამ ბოლო ექვს თვეში დაინახა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)