|
2025-04-28 13:30:21, 553 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - დანაშაულს ვინც სჩადის, მისი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის
საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ როცა სახეზეა დანაშაულის სისტემური ციკლი, ბუნებრივია, ასეთი პარტია პოლიტიკურ სარბიელს სცილდება და დანაშაულებრივ სინდიკატად ყალიბდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, დანაშაულს ვინც სჩადის, მისი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის. ნიუნბერგის პროცესი რომ არ ჩატარებულიყო და გერმანიაში ნაცისტური მოძრაობა დარჩენილიყო, ისევე როგორც ტოკიოში ტოკიოს პროცესი, წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა. როცა სახეზეა დანაშაულის სისტემური ციკლი საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ, ბუნებრივია, ასეთი პარტია პოლიტიკურ სარბიელს სცილდება და დანაშაულებრივ სინდიკატად ყალიბდება. დანაშაულებრივი სინდიკატი კი პოლიტიკურ რეალობაში არ უნდა არსებობდეს, თუ ჩვენ დემოკრატიული პროცესების განვითარება გვინდა. ეს ის ევროპული პრაქტიკაა, რომელიც ქართული ნოუ ჰაუ და ჩვენი გამოგონება არ არის. ვინც დანაშაულს სჩადის, ციხეში პატიმრებს აუპატიურებს, ქუჩაში ადამიანებს ხოცავს და ვინც ადამიანებს ქონებას ართმევს, ბუნებრივია, მათი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის. ვინმეს რაიმე კითხვა თუ აქვს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)