|
2025-04-28 13:17:42, 615 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიში, ბიზნესსესხის აღება 2 წუთში, ყველანაირი დოკუმენტაციის გარეშეა შესაძლებელი
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცედურების გავლა, მათ შორის, დოკუმენტაციის წარდგენა აღარ არის საჭირო. ბიზნესესხით სარგებლობის პროცესი ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკში, შეთავაზებების კატეგორიაში, საკრედიტო ლიმიტის თანხა და სესხის პირობების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. პროდუქტით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა განაცხადი ონლაინ უნდა შეავსოს და დაელოდოს სესხის დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის ნახვა განაცხადის შევსებიდან 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ/მობაილბანკშივეა შესაძლებელი. ბიზნესესხით სარგებლობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, ასევე იურიდიულ და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ. სესხის მაქსიმალური მოცულობა 7 მლნ ლარს შეადგენს. დაფარვის მაქსიმალური ვადა- 180 თვეს, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 14.54% -დან იწყება. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმომხმარებელს საკრედიტო ლიმიტი წინასწარ არ აქვს დამტკიცებული, ღილაკზე - „ზარის მოთხოვნა“ დაჭერით, შესაძლებლობა აქვს, თიბისის კონტაქტ ცენტრს დაუკავშირდეს. ადგილზე ვიზიტისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს პროდუქტით. ბიზნესესხისა და მისი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: 2 27 27*3
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)