04:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 11:54:50, 763 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - „ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, სინამდვილეში რუსული სცენარია

„ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში რუსული სცენარია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, რეალობა ასეთია - ერთ მხარეს დგას ევროკავშირი, მეორე მხარეს კი, „ივანიშვილი, „ქოცური“ მოძალადე რეჟიმი და განძარცვული, გარიყული, დაუცველი საქართველო“.

„ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში არის რუსული სცენარი: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო ზუსტად იმ სცენარისთვის, როგორც გაანადგურეს ბელარუსი.

რეალობა ასეთია, ერთ მხარეს - ევროკავშირი, თავისუფლება, დაცულობა, კომფორტი და მეტი შესაძლებლობა. მეორე მხარეს - ივანიშვილი, „ქოცური“ მოძალადე რეჟიმი და გაძარცული, გარიყული, დაუცველი საქართველო.

დანარჩენი „ქოცური“ რუსული პროპაგანდაა - ყალბი საფრთხეები და ყოველდღიური შიშის თესვა, რომ ხალხმა აღარ იფიქროს უკეთესზე, დაკარგოს იმედი და შეეგუოს ჭაობს.

სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. საქართველოს ვერ წაართმევენ მომავალს.

მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში, როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics