|
2025-04-25 10:27:46, 1245 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 აგვისტოს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე, მოგვიანებით კი მეორე ბრალდებულთან ერთად დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ი" ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობა), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)