|
2025-04-24 12:53:07, 1016 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის და გიორგი მამარდაშვილის სტრატეგიული პარტნირობა იწყება
ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის - გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება როგორც თიბისისთვის, ისე - მამარდასთვის. თიბისი x მამარდა - კოლაბორაცია ორივე მხარის ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალი თაობის მხარდაჭერა, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, წარმატებების ისტორიების გაზიარება და რწმენა, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია. გიორგი მამარდაშვილის ევროპულ კარიერაში, სულ მალე, ახალი ეტაპი ლივერპულში დაიწყება; ახალი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლის ახალი საფეხური, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ერთად, ლეგენდარულ „ენფილდზე”, სადაც არაერთ ფეხბურთელს კარიერის მწვერვალისთვის მიუღწევია. კლუბი, რომელიც თავის თავში აერთიანებს გუნდურობას, მიზანსწრაფულობას, მოუსვენრობასა და გაბედულებას. იქ, სადაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დასაძლევად მზად ხარ. გულწრფელად გვიხარია, რომ კარიერის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, თიბისი მამარდას მხარდამჭერი და პარტნიორი იქნება. გვინდა, რომ ადამიანებს გავუზიაროთ წარმატების შთამაგონებელი ისტორიები, ვაჩვენოთ გზები და ვიყოთ მათი გზამკვლევი, გავუმყაროთ რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)