|
2025-04-24 11:47:18, 1011 ნახვა
მსოფლიო
დენის შმიგალი - უკრაინა და აშშ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე მუშაობას დაიწყებენ
უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნაზე მუშაობას დაიწყებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შმიგალის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს კიევსა და ვაშინგტონს შორის მინერალების შესახებ მომავალი შეთანხმების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტები, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ცოტა ხნის წინ ხელმოწერილ მემორანდუმში. „უკრაინის მთავრობა უდავოდ უჭერს მხარს ამერიკელ და უკრაინელ ხალხებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებას და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ა ამასთან, შმიგალმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ენერგეტიკის სექტორში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის გამო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)