06:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 15:34:32, 812 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით

„ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე დასმულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, ის, რაც დედაქალაქში გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა, უცხოეთიდან იმართებოდა.

„ნუ ელოდებით, რომ რაიმე ტიპის განცხადება გაკეთდება, იმიტომ, რომ ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით. ეს იყო ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი და მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების. შესაბამისად, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და დაგმობს პოლიციელებზე თავდასხმას - იმ უბედურებას, რაც ხდებოდა პეტარდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლით. ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა უცხოეთიდან, უცხოური თანხებით და იყო უცხოეთიდან ორგანიზებული რევოლიციური სცენარი, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან დღეს სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics