|
2025-04-21 10:53:43, 1173 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-მა კიევს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიების ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადება შესთავაზა
უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რომ ამ კვირაში უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იდეებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსიის პოტენციურ აღიარებას აშშ-ის მხრიდან და კიევის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა დასავლურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იდეები ასახული იყო კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ხუთშაბათს პარიზში უკრაინელ კოლეგებს წარუდგინეს და ასევე გააცნეს ევროპელ მაღალჩინოსნებს ერთდღიანი შეხვედრის დროს. „აშშ ახლა კიევის პასუხს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ლონდონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრაზე გახდება ცნობილი. შემდეგ, თუ ამერიკული, ევროპული და უკრაინული პოზიციები თანხვედრაში იქნება, წინადადებები შეიძლება მოსკოვს წარედგინოს“, - წერს The Wall Street Journal-ი. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის კიდევ ერთი იდეა ითვალისწინებს ზაპოროჟიეში ბირთვული რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიის ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას, რომელიც შესაძლოა ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს. დონალდ ტრამპმა მარტში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ უკრაინულ ელექტროსადგურების, მათ შორის ბირთვული ობიექტების, შეძენის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვა“ იქნებოდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)