|
2025-04-20 11:20:12, 963 ნახვა
მსოფლიო
პუტინი 9 მაისისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის თითოეულ სკოლას ერთ მილიონ რუბლს გადასცემს
19 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწვია. კირიენკო ცხინვალში როგორც კრემლის კურატორი პირველად ეწვია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრისას, კირიენკომ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით "9 მაისისთვის, სამხრეთ ოსეთის ყველა დასახლებასა და სკოლას რუსეთის პრეზიდენტის ფონდიდან ერთი მილიონი რუბლი (33 000 ლარი) გადაეცემა". კირიენკოს განმარტებით, ეს თანხა დიდწილად გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაიხარჯება, რაც მემორიალების, სამახსოვრო სტენდებისა და მუზეუმების კეთილმოწყობას გულისხმობს. ამასთან, კირიენკომ აღნიშნა, რომ პუტინმა რესპუბლიკაში პრომსვიაზბანკის განყოფილების გახსნაც დაავალა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, პენსიონერებს ახალი ბანკის მეშვეობით, პენსიის აღება უფრო გაუმარტივდებათ. გარდა ამისა, პუტინმა "მიიღო გადაწყვეტილება გამოყოს მნიშვნელოვანი თანხები საბაჟო-გამშვებ პუნქტ ქვედა ზარამაგის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციისთვის", თქვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)