|
2025-04-19 13:45:54, 924 ნახვა
პოლიტიკა
ლანა გალდავა - საფრთხე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია
საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია - ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ [„ქართულ ოცნებას“] ეკისრებათ,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოში როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით უკუსვლაა და სწორედ ამ მიზეზებითაა გამოწვეული ევროკავშირის მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. „საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია, მაგრამ ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ევროკავშირისთვის მთავარი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის განვითარებაა, თუმცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ამიტომაც ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, ცხადია პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“,- განაცხადა ლანა გალდავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)