|
2025-04-18 18:29:29, 706 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ქმნიან ცრუ დილემებს, პატრიოტიზმი თუ ვიზა
ელენე ხოშტარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს და ამბობს, რომ "ოცნებამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად". მისი თქმით, კამპანია იმისთვის ჭსირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ. "აბსოლუტურად ცხადია, რომ ოცნებამ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური ამოცანის ბოლომდე მისაყვანად, ვიზების დასაკარგად. კამპანია იმისთვის ჭირდებათ, რომ ამ რუსულ დავალებაზე, როგორც 28 ნოემბერს, იციან, რომ იქნება რეაქცია და ეშინიათ. ამიტომ ქმნიან ცრუ დილემებს - პატრიოტიზმი თუ ვიზა. ამ ცრუდილემებში კი არ უნდა შევიდეთ, პატრიოტიზმი რომ ითხოვს მათ მოშორებას, რადგან თავისუფლებაც გვქონდეს, სამართლიანობაც, განვითარებაც და ამისთვის, მათ შორის ვიზა, ეგ უნდა გავაგებინოთ ქმედებით! მწვავე პროტესტი ამ რუსულ გეგმაზე! ნამდვილი დილემა ესაა - ან ვიშორებთ ოცნებას ან ვკარგავთ მომავალს! ცხადია ვიშორებთ ოცნებას და ამისთვის ამ ძალიან საამაყო უკვე არსებულ უწყვეტ პროტესტში ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ!" - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)