06:58 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 15:05:56, 660 ნახვა

პოლიტიკა
უწყლობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის პოსტს ნიკა მელია ეხმაურება - აქ მაინც გვექნება ერთობა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უწყლობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელის პირად გვერდზე დაწერა: „სპეციალურად ხდება ეს, რომ წყალი შეწყდა და შუაღამემდე არ იქნებაო? ხალხი ხომ უნდა ბოლომდე გაამწაროთ?“

ნიკა მელიას თქმით, „ჰოდა, უნდა დავკოორდინირდეთ. ვიდრე სხვა საკითხები გვერდზე გვაქვს გადადებული, აქ მაინც გვექნება ერთობა“.

ამასთან, საკუთარ გვერდზე პოსტის ერთ-ერთ კომენტარში მელიამ აღნიშნა: „ეს საკითხი რომ არ მგონია, რომლითაც ახლა წინააღმდეგობის პლატფორმის კოორდინატორი უნდა იყოს დაკავებული, ამიტომაც დავწერე ირონიულად“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics