|
2025-04-17 18:50:15, 748 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ - მოლდოვა ევროკავშირში უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვა ევროკავშირში არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს. ამის შესახებ სანდუმ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. როგორც მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, მთავრობის მთავარი მიზანია, შეინარჩუნოს მშვიდობა და თავისუფლება, რისი მიღწევაც ევროკავშირში უფრო იოლია. „გვახსოვდეს, რაც გვინდა ყველაზე მეტად და ყველა შიდა უთანხმოებით, წყენებით და განსხვავებებით წავიდეთ წინ საერთო გზით, რომელიც უზრუნველყოფს სამ მნიშვნელოვან რამეს: უპირველეს ყოვლისა, მშვიდობას და უსაფრთხოებას ჩვენი ოჯახებისთვის; მეორე – სტაბილურობას და ეროვნულ ერთობას; მესამე – ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას. ეჭვგარეშეა, რომ მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა გაცილებით იოლი იქნება, როდესაც ჩვენ ევროკავშირში ვიქნებით. სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ დღე და ღამე მუშაობა, რომ ევროკავშირს შევუერთდეთ, რაც შეიძლება მალე. არა 10-20 წელიწადში, არამედ უახლოეს ოთხ წელიწადში“, – განაცხადა სანდუმ. ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ეს იოლი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)