|
2025-04-16 16:32:08, 701 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე „გრანტების შესახებ“ კანონზე - ეს რეპრესიაა
საქართველო ავტორიტარიზმში უფრო ღრმად ეშვება, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ახალი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო, საერთაშორისო დონორებს აიძულებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების ან სამოქალაქო ჯგუფების დაფინანსებამდე ნებართვა მთავრობისგან მიიღონ. ევროკავშირის დახმარება და საგარეო დახმარება დამოუკიდებელ ხმებამდე ვერ მიაღწევს, თუ ამას ის რეჟიმი არ დაამტკიცებს, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე. მისი თქმით, მიზანს „დემონსტრანტების დასჯა, კრიტიკული მედიის ჩახშობა და მხოლოდ რეჟიმისადმი კეთილგანწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“ წარმოადგენს. „ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქმე გამჭვირვალობას ეხება, სინამდვილეში კი ეს რეპრესიაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სამოქმედო სახელმძღვანელოდან. ბანკები იძულებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების პერსონალური მონაცემები გასცენ - „დივერსიის“ ყალბი ბრალდებებით. რეჟიმი ამის გასამართლებლად მიტაცებულ სასამართლოებს იყენებს“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი. რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირს მიმართავს და აცხადებს, რომ „არ შეიძლება ეს პასუხის გარეშე დარჩეს“. „ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ, განვახორციელოთ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოვითხოვოთ. „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ბელარუსად გადაქცევის უფლებას ვერ მივცემთ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე. ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)