|
2025-04-15 16:59:28, 773 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - აპლიკაცია შეიქმნება, რითიც ხალხი ენმ-ის მართვაში მონაწილეობას მიიღებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მალე პარტიის აპლიკაცია შეიქმნება, რისი მეშვეობითაც ენმ-ის მხარდამჭერებს პარტიის მართვაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აპლიკაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ამას ძალიან მალე ვიხილავთ. მისი მეშვეობით, ჩვენი ყველა ამომრჩევლის ბაზა განახლდება [...] ამ აპლიკაციის საშუალებით, იქნებიან ჩვენი ამომრჩევლები, რომლებსაც პარტიის მართვაში მონაწილეობის მიღება სურთ [...] ამ ხალხს შეეძლება, დააკომპლექტონ, მათ შორის, პოლიტსაბჭო - ასევე, ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რაც პარტიას მართავს - იქნება ეს თვითონ პარტიის თუ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე". - თქვა ფავლენიშვილმა ფორმულას ეთერში. დღეს, 15 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ არ შეიძლება, ენმ მისი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით იმართებოდეს. სააკაშვილმა პარტიას შესთავაზა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში, ელექტრონულად მათი მხარდამჭერებიც ჩაერთონ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)