08:39 - 19 Aug, 2026
|
2025-04-15 12:58:14, 683 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ - ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, ჭორია. მისი თქმით, ამ ჭორს გაგრძელება არ ექნება. „ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აყვებით. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია "ფორმულამ" გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილებოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)