|
2025-04-14 16:51:52, 812 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ნაბიჯები გადადგას. "ზუსტი ვადები არ არსებობს, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები, ეს მართლაც ასეა". - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთისთვის საინტერესოა კეთილი ურთიერთობების დამყარება ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და ვისაც ამის სურვილი აქვს. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეაქო და თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების "სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის" აღიარებას გადახედოს. ამის შესახებ გალუზინმა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის, Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყოველმხრივ კიდევ უფრო განვავითაროთ, ხოლო ამისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს". - თქვა გალუზინმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)