|
2025-04-12 10:40:20, 699 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დონორებისგან წახალისებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია, წულუკიანს მიუვარდნენ სახლში
დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია - 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, უკვე მესამე დღეა „ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“. „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს. სახლებში შევარდნები, შუა ღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს. ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი, კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს. უკვე მესამე დღეა ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“, - წერს პაპუაშვილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)