|
2025-04-12 09:24:54, 753 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა
ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას. როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანწუხელიძის შეურაცხყოფით, "რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა". "ასე იქცევიან დღეს რუსეთის მონობაში მყოფი ივანიშვილი და მისი ხელქვეითები - მოღალატეობრივად ცდილობენ კრემლის კარზე დაბრუნებას და ქართველი ხალხისთვის ღირსების აყრას! ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ყველა გზა მოიჭრა ქართველ ხალხთან მისასვლელად! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი! ხალხი გმირების შეურაცხყოფას არ პატიობს! ის რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, ის რაზეც დგას ეროვნული იდეა და საქართველოს დამოუკიდებლობა, ხელშეუხებელია!" - წერს ხაზარაძე. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა: “მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)