|
2025-04-11 16:32:45, 774 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე - ღიად რუსი ადამიანის წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაში ჩემი ფეხი არ იქნება
პოლიტიკოსი გივი თარგამაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს. ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს. „რამდენადაც ვიცი, ერთი კითხვაა, ვიყავი თუ არა გაფრთხილებული იმ სანქციებზე, რომელიც არ გამოცხადების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. დავეთანხმები, რომ ვიყავი ნამდვილად გაფრთხილებული. გარდა იმისა, რომ პროკურატურას პოლიტიკურად არ ვცნობ, პერსონალურადაც არ ვცნობ, რადგან ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძიეს და პირიქით, ფაქტების დაფარვაში მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ პროკურატურასთან არ ვითანამშრომლებ. საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ეს შექმნილია ქალბატონ კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე. კაკაბაძე იყო ადამიანი, რომელიც ტელევიზიით ინტერვიუებს აძლევდა, პუტინი რომ არ ყოფილიყო, თურმე მე რუსეთში რევოლუცია გამომივიდოდა. ასეთი ტიპის ღიად რუსი ადამიანის წერილის საფუძველზე შეიქმნა ეს კომისია, ბუნებრივია, იქ ჩემი ფეხი არ იქნება არასდროს. როგორც მომწერეს, თავდაცვა-უსაფრთხოების გარშემო აქვთ კითხვები, რაც შეცდომაა, თავდაცვა-უშიშროება მებარა მე და არა უსაფრთხოება, 2003-2012 წლებში. ასევე ეწერა ადამიანის უფლებების ვითარებაო, ადამიანის უფლებების მაშინდელი ვითარება თუ აინტერესებთ, მაშინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარი იქ უზით და იმას კითხონ“, - განაცხადა თარგამაძემ. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს. მას გამოკითხვის შემდეგ, დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, ბრალს წაუყენებენ. ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)