|
2025-04-10 23:04:07, 776 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია კიდევ ერთხელ შეუჩერა
საჯარო რეესტრმა პრორუსულ ულტრამემარჯვენე მოძრაობა ალტ-ინფოს პარტიის რეგისტრაცია უკვე მეორედ შეუჩერა. რეესტრმა პარტიას კონსერვატორები საქართველოსთვის რეგისტრაციის მიზნით შეტანილი დოკუმენტები დაუხარვეზა. 8 აპრილის გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზეც. პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის სახელით, რეესტრში განცხადება გიორგი ქარდავამ 4 აპრილს შეიტანა. "საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, დგინდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს". - წერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში. რეესტრის დოკუმენტში განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შესახებ აღნიშნულია, რომ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია პარტიის დამფუძნებელი პირების მონაცემების სათანადო წესით შედგენილ სიას არ შეიცავდა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას, კონგრესს, ასამბლეას ან სხვ.). პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება მონაცემები სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით". ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ისეთი ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ცხრილის სახით - xlsx, cvs, ან მსგავსი ფორმატი; კოდირება UTF8), რაც რეგისტრაციის სამსახურს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. ელექტრონული ფორმით შედგენილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ თანმიმდევრობით და სიზუსტით, როგორც ეს მითითებულია ქაღალდის მატარებელზე. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ #P25000008/4 (04.04.2025წ.) განცხადებაზე არ არის თანდართული ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებული მონაცემების შემცველი სათანადო წესით შედგენილი სია (მატერიალური, ელექტრონული)". - წერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად განმცხადებელს 10 დღის ვადა ეძლევა.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)