16:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 19:20:15, 605 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან

დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის , - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას.

როგორც ნაცვლიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს.

„რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული 4 ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან? იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, როდესაც მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და კანონი მათ მოქმედებას ავალდებულებდა.

აქამდე ჩვენ ძირითდად იმათი დასანქცირების მოწმეები ვიყავით, ვინც უშუალოდ გასცა ადამიანის უფლებების დარღვევის ბრძანება და/ან ხელმძღვანელობდა მის აღსრულებას. დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან, ზუსტად ისეთი, როგორსაც ითხოვს ადამიანის უფლებათა სამართალი:

მარტო იმ შემთხვევაში კი არ დასანქცირდებით, როდესაც ხალხს არბევთ და სცემთ, არამედ მაშინაც, როდესაც გევალებათ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და არ იძიებთ! ამიტომ, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს.

ამ დასანქცირებულებს რაღა ეშველებათ და სხვა პირებმა გაითვალისწინოთ, სჯობს, სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებისთვისაც დაისჯებით“,- წერს ნაცვლიშვილი თავის „ფესიბუქ“ პოსტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics