|
2025-04-10 18:34:52, 615 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური - გიორგი ვაშაძეს გადაეცით, ცრუ კეკლუცობას თავი დაანებოს
ეჭვი მეპარება, პირადად მე, ან კომისიის რომელიმე წევრს რაიმე დაგვაკლდეს, თუ გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე არ მოვა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ვაშაძეს მოუწოდა "ცრუ კეკლუცობას" თავი დაანებოს და საგამოძიებო კომისიაზე იმ "საცირკო წარმოდგენის ჟანრში" წარმოადგინოს თავი, როგორც მას უყვარდა ხოლმე. "სიმართლე გითხრათ, ბატონი გიორგი ვაშაძე მოვა თუ არა აქ, ამით მე პირადად, ან კომისიის რომელიმე წევრს, ეჭვი მეპარება, რომ რამე დაგვაკლდეს. გასული 4 წელიწადიც, როდესაც ჩემი კოლეგა ერქვა ოპოზიციიდან ბატონ ვაშაძეს, იქაც მეყოფოდა მისი საცირკო წარმოდგენების ხილვა. რომ გითხრათ, თუ არ მოვა, ამით რამე დამაკლდება - მეთქი, ძალიან შემცდარა. ასე გადაეცით. აი, ამ ცრუ კეკლუცობას რომ თავი დაანებოს და თუნდაც ის საცირკო წარმოდგენები, როგორც მას უყვარდა ხოლმე, მოვიდეს და იმ ჟანრში წარმოგვიდგინოს თავი. კანონმდებლობას რაც შეეხება - ბატონ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, რომ ასეთ შემთხვევაშიც საქართველოს კანონმდებლობა, ბუნებრივია, იქნება გამარჯვებული", - განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე ხვალინდელ სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დაიბარა, თუმცა თავად ვაშაძემ გამაცხადა, რომ სხდომაზე მისვლას არ აპირებს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)